დინამოში 25 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა დაბრუნდა. მან კარიერა სწორედ ჩვენი კლუბის რიგებში 2011 წელს დაიწყო და 4 სეზონის მანძილზე ორჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ საქართველოს თასი აღმართა და ერთხელაც საქართველოს სუპერთასი. გიორგიმ კარიერა კვიპროსულ ნეა სალამისში გააგრძელა. შემდეგ იყო გორის დილა და რუსთავი. გიორგი პაპავამ დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა