დასრულდა ოქროს ლიგის გათამაშება 15 წლამდელთა შორის. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეინარჩუნა, თუმცა დარჩენილი მატჩებიც მაქსიმალური მობილიზებით გამართა და ბოლო ტურში ლოკომოტივი დაამარცხა. თბილისური დერბი დინამომ იობაშვილის დუბლით 2:1 მოიგო. უკანასკნელი წლების ტრადიციის მიხედვით, ბოლო ტურში გამარჯვებულის დაჯილდოვება აღარ ჩატარებულა. ოქროს ლიგის დარჩენილ ასაკობრივი კატეგორიების გათამაშების დარულების შემდეგ დაჯილდოვებას სავარაუდოდ სფფ უმასპინძლებს.
U15 დინამო 2:1 ლოკომოტივი
დინამო: ტურძელაძე, ხვადაგიანი, სალუქვაძე, გაგნიძე, ბაბლუანი, ქავთარაძე, უგრეხელიძე, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: შენგელია, აზარაშვილი, გოგობერიშვილი, უბილავა