• Geo
  • Eng
27.01.2024
დინამო თურქეთშია

დინამო თბილისი დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და სიდეში, სასტუმრო Kamelya Selin-ში დაბინავდა. გუნდი დაისვენებს, საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალიდან კი აქტიურად განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელები შეკრებას სიდეში ორ ეტაპად გაივლიან და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

 

თურქულ შეკრებაზე ანდრეს კარასკომ 26 ფეხბურთელი წაიყვანა. გიორგი ლომთაძეს და ნიგერიელ სანდეი ჰარუნას სამწვრთნელო შტაბი შეკრებაზე დააკვირდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. 22 წლის ვინგერი გიორგი ლომთაძე დინამოს აკადემიის შემდეგ სამტრედიის, გორის დილას და გაგრას ღირსებას იცავდა. რაც შეეხება 18 წლის მარცხენა მცველ სანდეი ჰარუნას - ნიგერიული GBS აკადემიის შემდეგ, იგი სლოვაკური ტრენჩინის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

 

რაც შეეხება დინამოს ახალწვეულ გვატემალელ ოსკარ სანტისს, იგი 29 იანვარს ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბს სიდეში შეუერთდება.

 

ალექსანდრე ფეიქრიშვილი ტრავმას მკურნალობს და შესაძლოა გუნდს შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდეს. რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძეს, მან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

 

მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი და მათე საური.

მცველები: გიორგი მაისურაძე, თემო გოგნაძე, გიორგი გვასალია, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, კიკე ლოპესი, საბა ხარებაშვილი და სანდეი ჰარუნა.

ნახევარმცველები: ნიკა უგრეხელიძე, ლევან ოსიყმაშვილი, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, დანიელ რომანოვსკი, გიორგი ლომთაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ცოტნე ბერელიძე, შოთა კვერეჩხილაძე და ოსკარ სანტისი.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი და ვახო სალია.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024