დღეს დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და დაბინავდა. ადგილზე მთელი დღეა ძლიერი ქარი და წვიმაა, გუნდი დაისვენებს და საღამოს სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშებს. დინამოელები 28 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან.
დედაქალაქელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: სტეპან სიკაჩი, ხოსე პერალესი, გიორგი მამარდაშვილი - გუჯა რუხაია, ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, თორნიკე ძოწენიძე, აბდელ მეჯუბი, ფირუზ გაბიტაშვილი - დმიტრო ივანისენია, ნიკა ნინუა, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, ლევან შენგელია, აკაკი შულაია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა - მიხეილ ერგემლიძე, ლევან კუტალია, ფრან კარბია, ანტონიო როხანო.