• Geo
  • Eng
26.11.2018
დინამო საბურთალოსთან დამარცხდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 33- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში მე- 14 წუთზე გაიხსნა. დმიტრო ივანისენიას ჩაწოდებული გუჯა რუხაიამ მიიღო, მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ჩააწოდა და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მომდევნო შეტევაში სტეპან სიკაჩმა ივარგა და გიორგი რეხვიაშვილს არ გაატანინა. მე- 20 წუთზე დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ დაარტყა 1:1. ოთხიოდე წუთში ვაგნერ გონსალვეში გავიდა მეკარესთან პირისპირ და 2:1. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი გუნდებმა პირველის დარად აქტიურად დაიწყეს. 64- ე წუთზე სტეპან სიკაჩმა კიდევ ერთხელ იხსნა დინამოელთა კარი, მან გეგა დიასამიძის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. 76- ე წუთზე დინამოელთა სწრაფი კონტრშეტევა გუჯა რუხაიას ყუმბარისებული დარტყმით დასრულდა, ბურთი ბოლო წამს მცველს მოხვდა და კუთხური. დარჩენილი დრო დინამოელთა მასირებულ, თუმცა უშედეგო შეტევებში მიილია და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ამრიგად საბურთალომ ტურნირის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

 

საბურთალო  2:1  დინამო

 

გოლი: 0:1 ზივზივაძე 14’  1:1 კოხრეიძე (პენ) 20’  2:1 გონსალვეში 24’

გაფრთხილება: თოთაძე 26’  გონსალვეში 50’  ზივზივაძე 58’  ჩაბრაძე 60’  გოშთელიანი 66’ 

 

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ცნობილაძე, დიასამიძე (იაშვილი 73), გორგიაშვილი, გონსალვეში (ტერა 54), კოხრეიძე, გოშთელიანი (ვოლკოვი 77)

დინამო: სიკაჩი, ივანისენია, თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 46), რუხაია (ერგემლიძე 87), კობოური, ნინუა, ქარდავა (ზარია 77), შულაია, შენგელია, ზივზივაძე

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024