დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას ბოსნიურ შიროკი ბრიეგთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
ლურჯები (შიროკი ბრიეგის ზედმეტსახელი) 1948 წელს დაარსებული კლუბია. კლუბს თავიდან ბორაკი ერქვა, 1991 წლამდე მლადოსტ ლიშტიცას სახელით ასპარეზობდა, დღევანდელი სახელი კი 1995 წლიდან დაერქვა. შიროკი ბრიეგელები საშინაო შეხვედრებს ადგილობრივ 7000- იან პეჩარა სტადიუმზე ატარებენ, საკლუბო ფერები ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი.
შიროკი ბრიეგისთვის ყველაზე წარმატებული2003/2004 და 2005/2006 სეზონები გამოდგა. ამ წლებში კლუბმა ორჯერ მოახერხა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის პრემიერ ლიგის მოგება. 2006/2007, 2012/2013 და 2016/2017 წლებში ჩვენმა მომავალმა ოპონენტმა სამჯერ შეძლო ადგილობრივი თასის აღმართვა. მიმდინარე ჩემპიონატში კი 18 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 30 ქულით სატურნირო ცხრილში მე- 3 ადგილს იკავებენ. პრემიერ ლიგის შარშანდელი გათამაშება ჩვენმა მეტოქემ მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ბოსნიელები რამდენიმე დღეა რაც თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან და სამი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრეს. ბრიეგმა დანიურ რანდერსთან მატჩი 1:3 დათმო. შემდეგი სპარინგი სლოვაკურ ტრენჩინთან გამართეს და 2:1 იმარჯვეს და იმავე ანგარიშით დაამარცხეს ტირასპოლის შერიფი. ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაკედონიელი ფეხბურთის სპეციალისტი გოცე სედლოსკი მუშაობს.