დღეს ფოთში, პარკი არენაზე ეროვნული ლიგის 35- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მე- 12 წუთზე ლუკა იმნაძის დარტყმული კარის ძელმა მოიგერია. დინამომ უმატა შეტევებს და მე- 17 წუთზე მიჯრით სამი სახიფათო დარტყმა კარისკენ- ბუდუ ზივზივაძის დარტყმული მცველმა მოიგერია, დამატებაზე აკაკი შულაიას მეკარემ აუღო, კიდევ ერთი დარტყმა ლევან შენგელიამ შეასრულა, ბურთი კი ოდნავ აცდა კარს. ორიოდე წუთში ლევან შენგელიამ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ზუსტად გაისროლა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველი ნახევრის ბოლოს ბუდუ ზივზივაძის დარტყმის შემდეგ უკვე მასპინძელთა კარი იხსნა ძელმა და ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევრის დებიუტში სტეპან სიკაჩმა ვალიკო ტყემალაძის დარტყმის შემდეგ იხსნა კარი. საპასუხოდ კი ლევან შენგელიას თავით დარტყმული ბაჩო მიქავამ მოიგერია. ცოტახანში დინამოელთა სწრაფი კომბინაცია აკაკი შულაიას ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტი დარტყმით დასრულდა. 68- ე წუთზე ბაჩო მიქავამ გუჯა რუხაიას დარტყმული მოიგერია. ორ წუთში სტუმართა სწრაფი კომბინაცია აკაკი შულაიამ ზუსტი ჩაწოდებით გააგრძელა, გუჯა რუხაია ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს მეტოქის კარისკენ, თუმცა დარტყმული არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ 78- ე წუთზე შულაიას ჩაწოდებულს ზუსტად შეაგება თავი ბუდუ ზივზივაძემ და ჩემპიონატში 22- ე გოლი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელტა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს დინამო საკუტარ სტადიონზე 8 დეკემბერს გორის დილასთან ჩაატარებს.
კოლხეთი 0:2 დინამო
გოლი: 0:1 შენგელია 19’ 0:2 ზივზივაძე 78’
კოლხეთი: მიქავა, კერელეიშვილი, ძაძამია, დოროშენკო, აფხაზავა, აშორტია (მახარაძე 66), კაბორე, იმნაძე, შალიკაშვილი (კოკაია 46), პრიჩინენკო (ციკოლია 38), ტყემალაძე
დინამო: სიკაჩი, ძოწენიძე, თოთაძე, კობოური, რუხაია (ივანიშვილი 80), ხარაბაძე, ივანისენია, ზარია (ქარდავა 73), შენგელია (კუცია 85), შულაია, ზივზივაძე
მსაჯი: პ. მაჭარაძე