• Geo
  • Eng
03.12.2018
კოლხეთი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

4 დეკემბერს დინამო ეროვნული ლიგის 35- ე ტურის მატჩს ფოთში კოლხეთთან გამართავს. შეხვედრა პარკი არენაზე გაიმართება და 13.00 საათზე დაიწყება. გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 62 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 43 შემთხვევაში იმარჯვეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 148/47 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა 2018 წლის 29 ივნისს ზესტაფონში შედგა, როდესაც დინამომ 6:3 იმარჯვა. გოლები ოთარ კიტეიშვილმა (2), ლაშა თოთაძემ, ლევან ხარაბაძემ, მიხეილ ერგემლიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2018 წლის 27 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. დინამომ ფოთელები 2:1 დაამარცხა, ლევან შენგელიამ კი დუბლი გაიფორმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024