• Geo
  • Eng
08.12.2018
დინამომ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა

დინამო არენაზე 30- ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართ, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა დაბალ ტემპში დაიწყო, ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. გოლი მე- 18 წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. თბილისელებმა კი რეალური სახიფათო მომენტი ტაიმის ბოლოს შექმნეს, როდესაც ბუდუ ზივზივაძის გასროლილი ბურთი გორელთა კარის ძელმა უკუაგდო. მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ ტემპში დაიწყო. 57- ე წუთზე გიორგი გადრანმა ისარგებლა დაცვის ხაზის შეცდომით და დილას უპირატესობა ორბურთიანი გახადა. აკაკი შულაიამ ერთ წუთში ზუსტი თავურით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ამის შემდეგ გიორგი ზარიას და ლევან შენგელიას სახიფათო დარტყმებია გამოსაყოფი. ორივე მომენტში ბურთი ზევიდან გადაცდა კარს. საბოლოოდ არარაფერი შეცვლილა და დინამომ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

 

 

დინამო  1:2  დილა

 

გოლი: 0:1 კოვტალიუკი 18’  0:2 გადრანი 57’  1:2 შულაია 58’ 

გაფრთხილება: კოვტალიუკი 20’  რაზმაძე 52’  კორიფაძე 82’ 

 

დინამო: სიკაჩი, ძოწენიძე, თოთაძე, კობოური, შულაია, ხარაბაძე, კუცია (ივანისენია 63), ზარია (ქარდავა 75), შენგელია, ქოჩლაძე (რუხაია 46), ზივზივაძე

დილა: გუგეშაშვილი, გადრანი, ჩადუნელი, რაზმაძე, ქავთარაძე, ნონიკაშვილი, კოვტალიუკი, ლემპტი (ნონდი 46), ერიკ დე სოუზა (სუხიაშვილი 89), რიბეირუ (რაჟამაშვილი 78), კორიფაძე

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024