მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის ოცდამეთხუთმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ლევან შენგელია (3) და ბუდუ ზივზივაძე (8) შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა აკაკი შულაია (8) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში გუჯა რუხაია (3) და აკაკი შულაია (8) შეიყვანა.