• Geo
  • Eng
17.12.2018
ვინ, რამდენი

დასრულებულ ჩემპიონატში ეროვნული ლიგის 36 მატჩიდან 35 გუჯა რუხაიამ, დათო კობოურმა და ბუდუ ზივზივაძემ (36- ვე შეხვედრის განაცხადში იყო) ჩაატარეს. 32 მატჩი აკაკი შულაიას და დმიტრო ივანისენიას აგარიშზეა, ხოლო ლაშა თოთაძემ და ლევან ხარაბაძემ 31-31 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება ნათამაშებ წუთებს, აქ გუჯა რუხაია 3077 წუთით ლიდერობს. დათო კობოურს 2941 წუთი დაუგროვდა, ბუდუ ზივზივაძეს კი 2886. ლაშა თოთაძემ 2790 წუთი დაჰყო მოედანზე, 2781 წუთი ითამაშა აკაკი შულაიამ, ხოლო ლევან ხარაბაძემ 2570 წუთი გაატარა სათამაშო მინდორზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024