ლატვიაში მყოფმა დინამოელებმა რიგის თასის გათამაშება წარმატებით დაიწყეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ჯგუფში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო. თბილისელებმა რიგის საფეხბურთო სკოლა 4:0 დაამარცხეს. ორი გოლი ფარცვანიამ გაიტანა, ერთიც შეროზიამ. დინამომ შემდეგ მერკუურ იუნიორს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი გიუნაშვილმა, გაბისონიამ, ბულუხაძემ, ფარცვანიამ, ცეცხლაძემ და პარკაძემ გამოიჩინეს. დღის ბოლო მატჩი ბალტიკასთან 4:1 დასრულდა. დუბლი ფარცვანიამ და ნინიძემ შეასრულეს. ჩვენი გუნდი ხვალ ჯგუფის ბოლო მატჩს შიაულიაისთან ჩაატარებს.