საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრები 5 და 7 მარტს გაიმართება. გიორგი მიქაძემ ნაკრებში დინამო თბილისიდან 9 ფეხბურთელი მიიწვია. ჭაბუკი ჯვაროსნების ფორმას ლუკა ხარშილაძე, გიორგი მირზიკაშვილი, ლაშა კვარაცხელია, ზურაბ ერაძე, ირაკლი იაკობიძე, ლევან ოსიყმაშვილი, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე და მიხეილ ქოჩაკიძე მოირგებენ.