• Geo
  • Eng
01.01.2019
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ ახალ 2019 წელს!
დაე ეს წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
მსურს წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს.
გასული წელი ტრადიციულად ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, დინამოს ასაკობრივი გუნდები არაერთ ასაკში გახდნენ ჩემპიონები, საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში სამოცდაცამეტმა დინამოელმა ითამაშა, რაც ჩვენი კლუბისთვის საამაყო მაჩვენებელია.
საბოლოოდ სოლიდურად ჩაატარა სეზონი ჩვენმა მთავარმა გუნდმაც. რაშიც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს აკადემიიდან დაწინაურებულმა მოთამაშეებმა. საბოლოო წარმატებისთვის მათ მცირედი გამოცდილება დააკლდათ. მომავალ სეზონში მეტი იმედებით და ძალისხმევით მჯერა მივაღწევთ წარმატებას.
აღებული გეზი უცვლელია - დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას, მათ ხელშეწყობას და დაწინაურებას.
ვულოცავ ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ასევე ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალში.
ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2019 წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
 


დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024