• Geo
  • Eng
31.01.2024
ჩვენი მეტოქე - ბოჰემიანსი

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი თავის პირველ სპარინგ მატჩს პრაღის ბოჰემიანსთან გამართავს. შეხვედრა სიდეში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბი ბოჰემიანსი 1905 წელს დაარსდა. გუნდი თავდაპირველად ვრშოვიცეს სახელით გამოდიოდა (პრაღის ერთ-ერთი უბანი), ლოგოში კი კენგურუ (კლუბის ზედმეტსახელი) მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოჰემიანსმა 1927 წელს ავსტრალიაში მოაწყო ტურნე. ადგილობრივებმა კი სტუმრები ორი კენგურუთი დაასაჩუქრეს, რომლებმაც ბინა პრაღის ზოოპარკში დაიდეს.

 

საშინაო მატჩებს ბოჰემიანსი 5 000-იან დოლიჩეკ შტედიუმზე ატარებს. საკლუბო ფერები კი მწვანესა და თეთრშია გადაწყვეტილი.

 

1973 წლამდე ბოჰემიანსი ჩეხოსლოვაკიის პირველ (უმაღლესი) და მეორე ლიგას შორის ატარებდა. შემდეგ კი კლუბს წარმატების ხანა დაუდგა. 1982-83 სეზონში პრაღის გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი მოიგო და უეფას თასის ნახევარფინალამდე გააღწია. 2000-იანების შუაში კლუბი ჩეხეთის მესამე ლიგამდე დაქვეითდა. რამდენიმეწლიანი ლიგებს შორის მოგზაურობის შემდეგ 2013 წლიდან კენგურუები ჩეხეთის პირველ ლიგას დაუბრუნდნენ.

 

ბოჰემიანსი თურქულ შეკრებაზე 25 იანვრიდან იმყოფება და პირველი ტესტ მატჩი 27 იანვარს სმ. აფრიკულ გალაქსისთან გამართეს, რომელიც 4-3 მოიგეს. გუნდის მთავარ მწვრთნელად შარშანდელი მარტიდან, 46 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - იაროსლავ ვესელი მუშაობს.

 

 

 

ფოტო (c) ბოჰემიანსის სოც. მედია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024