15 წლამდელთა ლიგაში დინამოს მეორე გუნდმა გაგრას უმასპინძლა და ცხრა უპასუხო გოლით დაჯაბნა მეტოქე. სამ-სამი ზუსტი დარტყმა ცეცხლაძის და პარკაძის ანგარიშზეა, თითო გოლი გოგიჩაიშვილმა და ფარცვანიამ შეაგდეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. მომდევნო ტურში ვასილ გეგუჩაძის გუნდი გორის დილას 23 მარტს უმასპინძლებს.
თავისი მატჩი გოჩა ჩიქოვანის გუნდმაც ჩაატარა. დინამოელები თელავში ადგილობრივ გუნდს ესტუმრნენ და 13 უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს. დედაქალაქელთა უპირატესობა საბოლოო ანგარიშიდანაც ასახავს მატჩის მიმდინარეობას. ბზეკალავამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, დუბლი ლომინაძემ და ჯინჯოლავამ შეასრულეს, თითო გოლიც მორჩილაძის, იაკობიძს, მიქაუტაძის და ცეცხლაძის ანგარიშზეა. მომდევნო მატჩს 17 წლამდელები 24 მარტს რუსთავში ჩაატარებენ.
U15 დინამო-2 9:0 გაგრა
U17 თელავი 0:13 დინამო
U15 დინამო 2: ბაჩილავა , ჩიხაძე, ხარჩილავა, ჩხიკვაძე, სიგუა, ბუცხრიკიძე, ნინიძე, ცეცხლაძე, შეროზია, პარკაძე, გოგიჩაიშვილი.
სათადარიგო სკამი: ცხადიაშვილი, სურმავა, მახარაძე, ბულუხაძე, გიუნაშვილი, ფარცვანია.
U17 დინამო: ტურძილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ბზეკალავა, ქოჩაკიძე, ლომინაძე, ჯინჯოლავა
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, ჩინჩალაძე, ბექაური, მიქაუტაძე, ცეცხლაძე