19 წლამდე ლიგაში მესამე ტურის მატჩები გაიმართა, დინამოელებმა კი მეორე შეხვედრა ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა პირველი ტურის მატჩი გამოტოვეს. გ ჯგუფი, რომელშიც დინამო გამოდის 7 გუნდისგან შედგება და შესაბამისად ყოველ ტურს ერთი გუნდი ტოვებს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბოლნისში სიონს შეხვდა და 3:0 დაამარცხა ასპინძელები. ლომთაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც აწყურელის ანგარიშზეა. ლურჯ-თეთრებმა წინა ტურში შევარდენი 6:1 დაჯაბნეს, მომდევნო მატჩს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ - 30 მარტს ცხინვალთან გამართავენ.
U19 სიონი 0:3 დინამო
U19 დინამო: კუტალაძე, ჯანგიძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ფარულავა, გაბიტაშვილი, ლომთაძე, აწყურელი, მელიქიშვილი
სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, ლომინაძე, ჩარკვიანი, ხორხელი, მორჩილაძე