დღეს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვეტერან ნახევარმცველის და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის – ზაურ სვანაძის იუბილეა. გამორჩეულ ფეხბურთელს 61 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981- დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 286 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ– ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. დინამოელები ვულოცავთ ზაურ სვანაძეს, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ იუბილარს.