• Geo
  • Eng
21.01.2019
ლაშა თოთაძე დინამოს დაემშვიდობა

ლაშა თოთაძე დინამოს დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს.

ლაშა თოთაძე: ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცხოვრებაში დგება ესეთი მომენტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს ვისთანაც აქ მიმუშავია. ასევე კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, სამედიცინო სტაფს, ადმნისტრატორებს, პრეს სამსახურს, სამზარეულოს პერსონალს, დასუფთავების სამსახურს, მინდვრის მომვლელებს და უსაფრთხოების სამსახურს. მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს ამ დიდ კლუბში. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, უშუალოდ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. დინამო იყო და იქნება ჩემს გულში.

ლაშა თოთაძემ დინამოში 3 სეზონი გაატარა და საქართველოს თასთან ერთად სუპერთასიც მოიგო. დინამო თბილისი მადლობას უხდის ლაშას და წარმატებას უსურვებს მომავალში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024