კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის კაპიტანი გუჯა რუხაია და გიორგი ზარია შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ლევან შენგელია (2), გუჯა რუხაია, ლევან კუტალია და გიორგი ზარია დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ლევან შენგელიას (3), ლევან კუტალიას და გიორგი ზარიას დაუთმო.