19 წლამდე დინამოელები განაგრძობენ მზადებას მომავალი სეზონისთვის. გუნდი დინამოს აკადემიაში შეკრებაზე იმყოფება და თურქეთში გამგზავრებამდე (17 თებერვალს დინამოელები მზადების მეორე ეტაპს თურქეთში გაივლიან) რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებენ. 9 თებერვალს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ლოკომოტივს უმასპინძლებს, 14 თებერვალს კი თბილისის მერანთან და ცხინვალთან სპარინგები იგეგმება. მანამდე დინამო საბურთალოს შეხვდა და მატჩში დიდი ანგარიშით 4:0 იმარჯვა. გოლები ხორხელმა, ჯანგველაძემ, ქოჩაკიძემ და ლომინაძემ გაიტანეს.
დინამო 4:0 საბურთალო
U19 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, ლომთაძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, აწყურელი, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ფარულავა, ჩარკვიანი, რობაქიძე, ქოჩაკიძე