29 წლის წინ, დინამო არენაზე, 80 000 მაყურებლის თანდასწრებით საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი 1913- ს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.
დინამო თბილისი 0:1 კოლხეთი 1913 ფოთი
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში)
დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე)
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე
მსაჯი: ვ. მიმინოშვილი