• Geo
  • Eng
18.02.2019
17 და 19 წლამდე დინამო შეკრებაზე თურქეთშია

დინამო თბილისის 17 და 19 წლამდე გუნდები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. გოჩა ჩიქოვანის და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები ანტალიაში 10 დღე დარჩებიან და მზადების პარალელურად სამ-სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 17 წლამდელები 20 თებერვალს შვეიცარიულ უსტერს შეხვდებიან, 23 თებერვალს დანიურ როსკილდესთან მოსინჯავენ ძალებს, ხოლო 26 თებერვალს გასამართი სპარინგის მეტოქე ახლო მომავალში იქნება ცნობილი. 19 წლამდელები იმავე დღეებში ითამაშებენ თავიანთ ამხანაგურ მატჩებს. კაკაშვილის გუნდის პირველი მეტოქე ადგილობრივი ანტალიასფორი იქნება, შემდეგ ჩვენი გუნდი ნორვეგიულ ნორდსტრანდს დაუპირისპირდება, ბოლოს კი ყაზახური ტობოლის დუბლებთან ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე დინამო დასრულებული ოქროს ლიგის გამარჯვებულია, ხოლო 19 წლამდე გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელია. ამ გუნდებმაც 15 წლამდელების დარად ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტის თანახმად პრიზად და ზამთარში სპარინგ მატჩების გასამართად ჯილდოდ ფულადი პრემია მიიღეს.

დინამოელები შეკრებაზე 33 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, სანდრო მელიქიშვილი, ლაშა აწყურელი, ზურა ერაძე, ზურა ჭავჭანიძე, საბა ხვადაგიანი, თორნიკე ჯანგიძე, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი მირზიკაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ოთარ ფარულავა, გიგა გულდედავა, ელგუჯა ჯანგველაძე, ირაკლი აზაროვი, ვახო ჩარკვიანი, ნიკა ხორხელი, დათო ზურებიანი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი ლომთაძე, ლაშა კვარაცხელია, მიხეილ ქოჩაკიძე, გიორგი მაისურაძე, ბაკურ ჯინჯოლავა, ირაკლი იაკობიძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა შურღაია, ლუკა გაგნიძე და მიშიკო მიქაუტაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024