• Geo
  • Eng
23.02.2019
დინამომ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. თბილისელებს წინააღმდეგობა ბრესტის დინამომ გაუწია. მატჩი ორივე გუნდმა მაღალ რიტმში დაიწყო და ბოლომდე ეგრეც გაგრძელდა. პირველი სახიფატო მომენტი თბილისელებმა მე- 3 წუთზე შექმნეს. აკაკი შულაიას სახიფათო ჩაწოდებულს ანტონიო როხანო აგვირგვინებდა, თუმცა მას წამით დაასწრეს და სიტუაციაც განიმუხტა. მატჩის მე- 8 წუთზე გუნდებმა მწვავე შეტევები გაცვალეს. ჯერ ბრესტელების შეტევას საბოლოო დარტყმა დააკლდა, საპასუხოდ კი ფრან კარბია გაცდა რამდენიმე მეტოქეს, საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ მცველებს ვეღარ აჯობა. მე- 19 წუთზე ბელორუსთა შეტევა და ჩვენს საჯარიმოში არტიომ მილევსკი დაეცა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა, ბურთი კი სტეპან სკაჩმა მოიგერია. ხუთ წუთში კიდევ ერთი პენალტი, ამჯერად უკვე მეტოქის კარში. საჯარიმოში ვიქტორ მონხილს ეუხეშნენ. პენალტი ლევან კუტალიამ ზუსტად შეასრულა და დინამო თბილისიც დაწინაურდა. ორიოდე წუთში აკაკი შულაიას რეიდი მარჯვენა ფრთიდან, ჩვენი შემტევი საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე ჯერ სტეპან სიკაჩმა ივარგა, საპასუხოდ კი ვიქტორ მონხილის თავური მეტოქის გოლკიპერმა მოიგერია. ტაიმის ბოლოს გუჯა რუხაიას სოლო რეიდია აღსანიშნავი. გუნდის კაპიტანმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა, სახიფათოდაც ჩააწოდა, მაგრამ ჩვენმა შემტევებმა წამით ვერ მიასწრეს ბურთს. მეორე ტაიმის დებიუტში ანტონიო როხანოს მართებდა მესამე გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მეორე ნახევარი მთლიანობაში მეტად ხისტად და ნაკლები საგოლე მომენტებით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ მეტოქემ არაერთი ყვითელი ბარათი დაიმსახურა უხეშობისთვის. შეხვედრის ბოლოს დავით კობოური აქტიურობდა შეტევის მარცხენა ფრთიდან, მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ამის საპასუხოდ მეტოქის შეტევა და სავიცკიმ საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. ამრიგად დინამოელებმა შეკრება გამარჯვებით დაასრულეს. ჩვენი გუნდი ხვალ სამშობლოში გამოემგზავრება.

 

დინამო თბილისი 2:1 დინამო ბრესტი

გოლი: 1:0 კუტალია (პენ) 25’  2:0 შულაია 27’  2:1 სავიცკი 88’

 

დინამო თბილისი: სიკაჩი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე (კობოური 78), ნინუა (პაპავა 58), ივანისენია (ზარია 66), შულაია (ერგემლიძე 70), კუტალია (შენგელია 78), კარბია (ქარდავა 74), როხანო

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024