დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდი დღეს ლატვიაში გაემგზავრა. ვასილ გეგუჩაძის კრებული 23-24 თებერვალს Riga City Cup- ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ნორჩი თბილისელები ბ ჯგუფში რიგის საფეხბურთო სკოლას, ტარტუს მერკუურ იუნიორს, კალინინგრადის ბალტიკას და შიაულიაის აკადემიას დაუპირისპირდებიან.
დინამოელები რიგაში 20 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ნიკა ბაჩისლავა, დათო იობაშვილი, საბა ბუცხრიკიძე, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ჩიხრაძე, გიორგი სურმავა, საბა მახათაძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი ცეცლაძე, დათო გოგიჩაიშვილი, ნიკა ნინიძე, გიორგი ფარცვანია, დათო გაბისონია, ანდრია ხორხელი, ნიკა ბულუხაძე, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა უკლება, ლუკა შეროზია, ნიკა ჩხიკვაძე და ლუკა პარკაძე.