კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ დღეს მესამე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა. ვახტანგ იაგორაშვილის ბიჭებმა ლარნაკას აეკ- თან პირველი მატჩის დარად გაილაღეს და ათი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. ჰეთ თრიქი იობაშვილმა შეასრულა, დუბლი ნიკოლაიშვილის ანგარიშზეა, ხოლო დარჩენილი გოლები ცხოვრებაშვილმა, შიოლაშვილმა, როსივერმა, კობახიძემ და ხუტიაშვილმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში დინამოელებმა ანორთოსისსაც 10:0 აჯობეს, ხოლო შემდეგ შეხვედრაში ერთი წლით უფროს აპოელთან 1:2 დათმეს. თბილისელებმა ამით დაასრულეს კვიპროსული შეკრება და ხვალ სამშობლოში გამოემართებიან.
U15 დინამო თბილისი 10:0 აეკი ლარნაკა
U15 დინამო: ბერუაშვილი, ჯანაშია, მოლაშვილი, გოგებაშვილი, შიოლაშვილი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გაფრინდაშვილი, კობახიძე, იობაშვილი, გეგიაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, არჩაია, დათუაშვილი, ლაცაბიძე, ნიკოლაიშვილი, თოდუა, როსივერი, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი, ბაგრატიონი, დევიძე