დღეს დინამოსა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მცველის – კახა კალაძის დაბადების დღეა. ტიტულოვან ფეხბურთელს 41 წელი შეუსრულდა. კახა 1993 წლიდან 1998 წლამდე ასპარეზობდა დინამოში და ამ პერიოდში 84 შეხვედრა აქვს ჩატარებული ლურჯ-თეთრი მაისურით. არის საქართველოს ჩემპიონატის ოთხგზის ოქროს მედლის მფლობელი (1994, 1995, 1996, 1997) და თასის ოთხგზის გამარჯვებული (1994, 1995, 1996, 1997). დინამოელები ვულოცავთ კახა კალაძეს იუბილეს და წარმატებებს ვუსრვებთ მას.