დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლბამ თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ყაზახური ტობოლის დუბლებს დაუპირისპირდა და მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. გოლი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელებმა მანამდე კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ჯერ ანთალიასფორი დაამარცხეს დიდი ანგარიშით 5:1, შემდეგ კი ნორდსტრანდი 5:0 დაჯაბნეს. ხვალ ჩვენი 17 წლამდელთა გუნდი ალანიასფორს შეხვდება და ამით მათი შეკრება დასრულდება.
U19 დინამო 1:0 ტობოლი 2
U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, აზაროვი, აბუაშვილი, მოისწრაფიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩარკვიანი, ჭავჭანიძე, მელიქიშვილი, ლომინაძე, ლომთაძე, მორჩილაძე