დინამო თბილისის 17 წლამდე გუნდმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გოჩა ჩიქოვანის შეგირდები დანიურ როსკილდეს დაუპირისპირდნენ და 9:0 დაჯაბნეს სკანდინავიელები. ჰეთ თრიქი ქოჩაკიძემ გაიფორმა, დუბლი მიქაუტაძის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ჯინჯოლავამ, აბუაშვილმა, მორჩილაძემ და ჩხეტიანმა გაიტანეს. დინამოელებმა პირველ მატჩში შვეიცარიული უსტერი 10:0 დაამარცხეს.
U17 დინამო თბილისი 9:0 როსკილდე დანია
U17 დინამო: კუტალაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მირზიკა, ოსიყმაშვილი, აბუაშვილი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ჩხეტიანი
შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, ლომინაძე, მიქაუტაძე, შურღაია