კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ლევან შენგელია და ვიქტორ მოხილი შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ლევან შენგელია, გუჯა რუხაია და გიორგი პაპავა დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ლევან შენგელიას, გუჯა რუხაიას და გიორგი პაპავას დაუთმო.