17 წლამდე ლიგაში დინამოს მეორე გუნდმა ვლადიმერ გოჩაშვილის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში დინამო ორი გუნდით მონაწილეობს. გოჩაშვილის შეგირდები მეტოქესთან შედარებით ერთი წლით უმცროსები არიან. დინამოელებმა გაგრას უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს მეტოქე. შედეგიანი თამაშით ფირცხალაიშვილი და იობაშვილი გამოირჩნენ. ლურჯ-თეთრებმა სამი ჩატარებული მატჩიდან სამივე გამარჯვებით დაასრულეს. მომდევნო მატჩს თბილისელები 23 მარტს გორში დილასთან ჩაატარებენ.
U17 დინამო-2 2:1 გაგრა
U17 დინამო-2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, შენგელია, ბოჭორიშვილი, იობაშვილი, სიჭინავა, ირცხალაიშვილი
სათადარიგო სკამი: დევიძე, გელხაური, აზარაშვილი, გოგობერიშვილი