საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენიას გორში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. ანაგრიში ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ დავით კობოურმა გახსნა, რომელიც მთელი თამაში აქტიურობით გამოირჩა და მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. მის აქტიურობას სლოვენიელთა საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც გიორგი არაბიძემ გოლად გარდასახა. მანვე გაიტანა მესამე გოლიც. მატჩის ბოლოსკენ შეცვლაზე ნიკა ნინუა შევიდა, ხოლო ძირითადში ჩვენი კლუბიდან იჯარით გაშვებულმა გიორგი კუციამ და ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშეს. კიდევ ერთ ამხანაგრს გია ცეცაძის გუნდი 26 მარტს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.