მაკედონიაში მყოფმა საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჭაბუკი ჯვაროსნები აზერბაიჯანს შეხვდნენ და დინამოელთა გოლებით 2:0 დაამარცხეს მეტოქე. შედეგიანი თამაშით თავი გიორგი აბუაშვილმა და ჯადული იობაშვილმა გამოიჩინეს. შეხვედრაში დინამოელთაგან მათ გარდა ასევე საბა ხვადაგიანმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი ჩხეტიანმა და ზაურ სიჭინავამ იასპარეზეს. მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 24 მარტს მასპინძელ, მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც თავის მხრივ საუდის არაბეთს აჯობა 2:0.