• Geo
  • Eng
25.03.2019
ორი სპარინგი ავსტრიის ნაკრებთან

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს დრასბურგში 1:0 აჯობა მასპინძლებს. გოლი შეხვედრის დებიუტში გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. მთელი მატჩის მანძილზე ორივე ნაკრებს რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის შეცვლა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა რამდენიმე დღის წინ პირველი სპარინგ მატჩი 1:3 დათმეს ავსტრიელებთან (გოლი ივა გელაშვილმა გაიტანა). ნაკრების შემადგენლობაში დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელი - ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნიკა ხორხელი და ანზორ მექვაბიშვილი (ნაკრების კაპიტანი) გახლდათ გამოძახებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024