კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 12 ტურის შეხვედრა ბათუმში, ანგისაზე გაიმართა. თბილისელებს ბათუმში გავსებული ტრიბუნა და კარგი საფეხბურთო გარემო დახვდათ. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველი რეალური საგოლე მომენტი კი დედაქალაქელებმა შექმნეს. ლევან კუტალიას გადაცემის შემდეგ ნიკა ნინუა პირისპირ გავიდა მიხეილ ალავიძესთან, თუმცა დარტმულმა ვერ ივარგა და ბურთმა ძელთან ჩაიარა. საპასუხოდ თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ვალერიან თევდორაძემ გამოიყენა. ამიშ შემდეგ ჩვენს გუნდს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ლევან შენგელია ჩვეულ დარტმას ასრულებდა, ბურთი ისევ სანტიმეტრებში აცდა კარს. ბათუმელებმა კი თავისი მეორე შანსიც ზუსტად გამოიყენეს და ლაშა ჩალაძემ ანგარიში 2:0 გახადა. სტუმრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ბრძოლა განაგრძეს და 75- ე წუთზე ერთი გოლი გაქვითეს. შეცვლაზე შემოსული ირაკლი აზაროვი საჯარიმოში შეიჭრა, სახიფათო გადაცემაც შეასრულა, ბურთი კი გურამ ადამაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა. თბილისელებმა კიდევ უფრო უმატეს ზეწოლას და 86- ე წუთზე ნიკა ნინუას სახიფათოდ და ძლიერად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ამჯერად ალეფ სანტოსმა ჩაჭრა თავის კარში. ბათუმელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში მოახერხეს გოლის გატანა, თავი თორნიკე გაფრინდაშვილმა გამოიჩინა და მასპინძლებმაც 3:2 იმარჯვეს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მაისს ლოკომოტივთან ჩაატარებს.
დინამო ბათუმი 3:2 დინამო თბილისი
გოლი: 1:0 თევდორაძე (პენ) 23’ 2:0 ჩალაძე 34’ 2:1 ადამაძე ა.გ. 75’ 2:2 სანტოსი ა.გ. 86’ 3:2 გაფრინდაშვილი 90+3’
გაფრთხილება: შენგელია 22’ ჩალაძე 85’ იაშვილი 90’ გაფრინდაშვილი 93’ კუტალია 94’
დინამო ბათუმი: ალავიძე, ტეიდი (ჯანელიძე 80), ადამაძე, თევდორაძე (გაფრინდაშვილი 59), საბანაძე (სანტოსი 78), ფლამარიონი, მამუჩაშვილი, მელიავა, გაგოშიძე, რამოსი, ჩალაძე
დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, იაშვილი, ნინუა, პაპავა (როხანო 82), შენგელია, კუხიანიძე (ზარია 66), შულაია (აზაროვი 59), კუტალია
მსაჯი: ჯ. ხორავა