კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის ნახევარმცველი გიორგი პაპავა შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ესპანელი გოლკიპერი ხოსე პერალესი დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ხოსე პერალესს და ფრანგ მცველს აბდელ მეჯუბს დაუთმო.