ჩვენი აკადემიის 15 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი ივლისიდან პოლონურ ექსტრაკლასას კორონა კიელცეში გააგრძელებს სამწვრთნელო მოღვაწეობას და გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯინო ლეტიერის პირველი ასისტენტი გახდება. ვახო რამდენიმე დღე იმყოფებოდა პოლონეთში და კორონასთან ერთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.