• Geo
  • Eng
24.05.2019
24 მაისი დინამოს ისტორიაში

24 მაისს დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე გამართავს. ჩვენი გუნდი ტორპედო ქუთაისს უმასპინძლებს, მატჩი კი 19.00 საათზე დაიწყება.

24 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. ექვსი თამაში სსრკ- ს ჩემპიონატში შედგა, რომლიდანაც დინამომ 3 შეხვედრაში იმარჯვა და ორში დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 6/4 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1938 წელს თბილისელებმა ლენინგრადის ელექტრიკს უმასპინძლეს და 2:0 აჯობეს მეტოქეს. აღნიშნულ შეხვედრაში თავი გაიოზ ჯეჯელავამ და ნიკოლოზ სომოვმა გამოიჩინეს. მომდევნო ორი სეზონი დინამომ მოსკოვის გუნდებს უმასპინძლა. პირველ შემთხვევაში ლურჯ-თეთრებმა ბორის პაიჭაძის დუბლით ცდკა- ს მოუგეს 2:1, ხოლო შემდეგ ვიქტორ ბერეჟნოის გოლით კრილია სოვეტოვი 1:0 დაამარცხეს. იმავე ანგარიშით დამარცხდა ჩვენი გუნდი 1981 წელს კიევში დინამოსთან. 1984 წელს ვილნიუსში ადგილობრივ ჟალგირისთან პაექრობა ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ლიტველთა კარში თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა. 1989 წელს მოსკოვის სპარტაკთან დავმარცხდით 0:1.

2017 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას გასვლაზე შეხვდა და 1:2 დამარცხდა. დინამოელთა მხრიდან გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024