საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ჩატარებულ შეხვედრაში გოლები ლუკა წულუკიძემ და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს. მეორე მატჩს ეს გუნდები 28 მაისს ჩაატარებენ. ზურა ხიზანიშვილმა აღნიშნულ პაექრობაში დინამოელებიდან ჯოჯუა, გოგებაშვილი, გეგიაძე, თოდუა, გაფრინდაშვილი, შიოლაშვილი, ლაცაბიძე და ჯანაშია ათამაშა, ხოლო ბაგრატიონი შეცვლაზე შევიდა.
ფოტო (c) gff.ge