• Geo
  • Eng
29.05.2019
დინამოელები 20 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები შეიკრიბება და 5 ივნისს სტუმრად მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის დინამოდან ნაკრებში თორნიკე ძოწენიძეს, ფირუზ გაბიტაშვილს და ბექა დარცმელიას უხმო. ასევე სანაკრებო სიაში არიან ჩვენი გუნდიდან სხვადასხვა კლუბებში განათხოვრებული პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), თამაზ ბაბუნაძე (შევარდენი) და მიხეილ ერგემლიძე (ჩიხურა).

15 წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხა თურქი თანატოლები. ამჯერად შეხვედრა 3:2 დასრულდა. გოლები ლუკა წულიკიძემ (2) და ლუკა ჯაჭვლიანმა გაიტანეს. დინამოელთაგან ძირითად შემადგენლობაში ბაგრატიონმა, გოგებაშვილმა და ჯანაშიამ იასპარეზეს. შეცვლაზე კი გეგიაძე, თოდუა, ლაცაბიძე და შიოლაშვილი შევიდნენ. პირველი ამხანაგური ამ გუნდებს შორის ჭაბუკი ჯვაროსნების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024