• Geo
  • Eng
06.06.2019
17 წლმდელების გამარჯვება ჩეხეთთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ჩეხეთში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ნაკრებთან და ანგარიშით 3:2 იმარჯვა. სამიდან ორი ზუსტი დარტყმა თავის ანგარიშზე დინამოელებმა გიორგი ჩხეტიანმა და ლუკა გაგნიძემ ჩაიწერეს. ერთი გოლიც გიორგი გვიშიანმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჭაბუკი ჯვაროსნები მატჩის მიმდინარეობის დროს 2 გოლით მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მოახერხეს. გიორგი ჩიტაურმა ძირითად შემადგენლობაში ჩხეტიანისა და გაგნიძის გარდა ასევე საბა ხვადაგიანი და გიგი აბუაშვილი ათამაშა. შეცვლაზე კი დათო გოგოტიშვილი და ჯადული იობაშვილი შევიდნენ.

ფოტო (c) gff.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024