ჩვენი გუნდის 17 წლის ტალანტი ირაკლი აზაროვი და დინამოს აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდნენ. შეხვდნენ ბორდოსა და ბარსელონას წარმომადგენლებს, რომლებიც დარასელიას თასის მომავალ გათამაშებაზე დაპატიჟეს, რაზეც ორივე გუნდმა მზაობა გამოთქვა და ინტერესიც გამოიჩინა. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ირაკლი აზაროვმა კი რამდენიმე დღიანი სტაჟირება გაიარა ბორდოსა და ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდებში.