საქართველოს 19 წლამდე ნაკრები რუმინეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ბუქარესტში 7 და 9 ივნისს ითამაშებს. აღნიშნული შეხვედრებისთვის მწვრთნელმა ნაკრებში 9 დინამოელი გამოიძახა. მატჩებისთვის ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, დავით სამსონია, ლაშა აწყურელი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი მოემზადებიან.