• Geo
  • Eng
09.06.2019
წარმატება გაბალაში

მოგეხსენებათ დინამოს აკადემიის 11 და 12 წლამდე გუნდები გაბალაში იმყოფებოდნენ და Unity Cup ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. პატარა დინამოელებმა წარმატებულად იასპარეზეს და ორივე ასაკობრივში ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს. ზურა ელიავას გუნდმა ბაქოს ლეონი 2:0 დაამარცხა, დინამოელებმა გაბალას 6:0 აჯობეს, ხოლო ბაქოს საბაჰთან 6:1 იმარჯვეს. რაც შეეხება კახა გოგოლაძის გუნდს, 12 წლამდე დინამოელებმა საბაჰთან 2:1 მოიგეს, გაბალას ორი უპასუხო გოლით აჯობეს, ხოლო სუმგაითი 4:1 დაამარცხეს. ადგილზე მყოფმა ფეხბურთის სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს დინამოელთა ასპარეზობის მაღალი ხარისხი.

დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს. 11 წლამდელებში საუკეთესო მეკარის ტიტული გიორგი ბაშარულმა მიიღო. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი ანდრია ბართიშვილი გახდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი ლუკა ციკოლიამ მიიღო. 12 წლამდე გუნდებში საუკეთესო ბომბარდირი ანდრია აბაშიძე გახდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024