დინამოელები დიღმის ბაზაზე განაგრძობენ მზადებას. დედაქალაქელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა სენეგალელმა 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - არფან დაფემ, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ ნასაჯიში გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში, ირანულ პაიკანში და ფოთის კოლხეთში გამოდიოდა. დაფე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სამწვრთნელო შტაბი მასთან მიმართებაში გადაწყვეტლებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
ჩვენს კლუბსა და 28 წლის არგენტინელ თავდამსხმელ ანტონიო როხანოს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და როხანო გუნდს დაემშვიდობა. დინამო თბილისი არგენტინელ ფეხბურთელს წარმატებას უსურვებს.