დინამოს აკადემიის 11 და 12 წლამდე გუნდები დღეს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაემგზავრნენ. მოგეხსენებათ ჩვენი აკადემია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაბალასთან და გუნდების მიმოსვლის პრინციპით წელიწადში ორჯერ ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში ეჯიბრებიან. ორიოდე თვის წინ მეზობლები უკვე სტუმრობდნენ ჩვენს აკადემიას. დინამოელები ხვალ დაისვენებენ, ზეგიდან კი რამდენიმე შეხვედრას გამართავენ არამარტო გაბალას, არამედ საბახის, სუმგაითის და ლეონის ასაკობრივ გუნდებთანაც.