ბოლნისის სიონთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში დინამო თბილისის 18 წლის ფეხბურთელს, ლაშა პარუნაშვილს სადებიუტო წუთების თამაში მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა გუნდის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა.
ლაშა პარუნაშვილი - ჩემთვის პირველ გუნდში თამაში დიდი პატივია. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგე, რომ სიონთან გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაში ვიყავი გამოძახებული და ძალიან გამიხარდა. დუბლებში დინამოს მაისურით აქამდეც მითამაშია, მაგრამ გათამაშების აუტსაიდერთან შეხვედრაში ვიგრძენი, რომ საქართველოს საუკეთესო გუნდის რიგებში თამაში კიდევ უფრო რთულია და მეტ პასუხისმგებლობას გმატებს, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს. ითამაშო ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, ნიშნავს იმას, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს და შესაბამისად დაძაბულობაც მატულობს, თუმცა მაშინ ხარ შენივე საქმის პროფესიონალი, როდესაც მღელვარებას დასძლევ. ამიერიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, რამდენად ხშირად მომიწევს უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. იმედი მაქვს კვლავ მომიწევს თამაში და დროთაგანმავლობაში პირველ გუნდშიც შევძლებ თავის დამკვიდრებას.