• Geo
  • Eng
05.10.2011
გიორგი ლორია - დიდი სურვილი მაქვს მეტალურგთან ვითამაშო

გიორგი ლორია 25 სექტემბერს მარტვილის მერანთან შეხვედრაში დაშავდა და ტრავმის გამო ჩვენი გუნდის ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მოუწია. გიორგი მომავალ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებსაც დააკლდება.
გიორგი ლორია – მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ჩემთან პირისპირ დარჩა და ჩავთვალე, რომ კარის გადარჩენის ერთადერთი შანსი გამოსვლაზე თამაში იყო. იმ ეპიზოდში გოლს გადავრჩით, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა ტრავმის ფასად. თავდაპირველად ძლიერი ტკივილები მაწუხებდა, ახლა შედარებით ნაკლებად.  ამ ეტაპზე ვმკურნალობ, მალე ყავარჯნებსაც გადავაგდებ. რეაბილიტაციის პროცესი, მოსალოდნელზე სწრაფად მიდის და ვიმედოვნებ, რომ 10 ოქტომბრისთვის მსუბუქად ვარჯიშსაც დავიწყებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, 16 ოქტომბერს რუსთავის მეტალურგთან პრინციპულ მატჩში, გუნდის დახმარება შევძლო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024