13 წლამდე დინამოელები ფინალში არიან. ბუდაპეშტში მიმდინარე Gallini Budapest Cup 2019- ზე ჩვენი გუნდი წარმატებით და გოლგაუშვებლად აგრძელებს ასპარეზობას. დღეს ტურნირის ნახევრფინალში რევაზ გვარაკიძის გუნდმა ბუდაპეშტის ჰონვედი საინტერესო შეხვედრაში 2:0 დაამარცხა. გოლები მასპინძელთა კარში ლუკა შაშიაშვილმა და ალექსანდრე თურქიამ გაიტანეს. გადამწყვეტი მატჩი საღამოს შედგება, მთავარ ტროფეის კი ჩვენს გუნდს კვიპროსული ომონია შეეცილება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში პენალტების სერიაში ბუდაპეშტის მტკ დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ჯგუფში ფინური იაპსის 2:0 და ალბანური ჯელნია შკოდრანეს 4:0 დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ავსტრიულ ვაკერ ინსბრუკსაც 2:0 აჯობეს.
U13 დინამო თბილისი 2:0 ჰონვედი ბუდაპეშტი
U13 დინამო: საური, ხუფენია, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, პატარკაციშვილი, ვარსიმაშილი, კერესელიძე, შაშიაშვილი, მამასახლისი
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, ბუბუტეიშვილი, თურქია, ბერძენიშვილი, სალია