• Geo
  • Eng
16.10.2011
დინამო 2:3 მეტალურგი – მატჩისშემდგომი პრესკონფერეცია

დინამო - მეტალურგის მატჩის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია და კობა ჟორჟიკაშვილი ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

კობა ჟორჟიკაშვილი - თამაში პრინციპული ხასიათის იყო. საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ვგონებ, მაყურებელმაც ისიამოვნა. დინამო დღითიდღე იხვეწება და დროთაგანმავლობაში პრეგრესირებს. ჩვენ ჩანაწერების მიხედვით შევისწავლეთ მეტოქე და ვცდილობდით მათთვის არ მიგვეცა სივრცეები, რომელსაც დინამო შესანიშნავად იყენებს. ვცდილობდით ფლანგებიდან შეგვეტია და დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში გამარჯვებას  მივაღწიეთ კიდეც. ფეხბურთელებს  შორეული დარტყმები დავავალე და როგორც აღმოჩნდა სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.

ალექს გარსია - კარგი თამაში იყო. სამწუხაროდ როდესაც ვცდილობთ თამაშის დაჭერას, ზუსტად მაშინ ვუშვებთ გოლს საკუთარ კარში. შესაბამისად ასე თამაშის მოგება ძალიან რთულია. მეორე ტაიმში გავრისკეთ და თამაში ბოლომდე გავხსენით. ვაბანკზე წავედით, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება. ვფიქრობ ეს ის შედეგი არ არის, რასაც უნდა ვაჩვენებდეთ, ჩემი ფეხბურთელების მონდომება ყოველი თამაშის წინ მართლაც რომ საბრძოლო გახლავთ. ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები სამწუხროდ ფეხბურთელთა მონდომების ექვივალენტური არ გახლავთ. დღეს შეგვეძლო მატჩის ფრედ დასრულება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024